среда, 29 июня 2011 г.

სასწავლო პროექტები


1.პროექტის სახელი: ’’ჩემი ოჯახის ისტორია’’

2.პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით.  პროექტის მონაწილეები  მოიძიებენ მასალებს, თარგმნიან რუსულად,  შექმნიან და აკინძავენ ბუკლეტს, გააკეთებენ  პრეზენტაციას საკუთარი ოჯახის ისტორიის შესახებ.

3.პროექტის სრული აღწერა–მონაწილეები დაიყოფიან ჯგუფებად. პროექტის  მონაწილეები შეიმუშავებენ ანკეტა/კითხვარს, რომლის დახმარებითაც შეაგროვებენ ინფორმაციებს საკუთარი ოჯახის ისტორიის შესახებ.  ასევე მოიძიებენ საოჯახო ფოტოალბომებიდან სურათებს და შექმნიან მათ ციფრულ ვარიანტებს. ჩაწერენ აუდიო მასალებს ბებიებისა და ბაბუებისაგან. შეგროვილი ინფორმაციის საფუძველზე შექმნიან პრეზენტაციასა და ბლოგს.

4.მონაწილეთა ასაკი 12–13 წელი

5. ვადები  – 2თვე

6. პროექტის აქტივობები: მოსამზადებელი სამუშაო – მუშაობა ჯგუფებში.   პროექტზე მუშაობა: ინფორმაციის მოგროვება, ინტერვიუს ჩაწერა,  პრეზენტაციის მომზადება,   წერილების,  ბუკლეტების შექმნა, ბლოგის შექმნა.

7.მოსალოდნელი შედეგები.–ძიებისა და კვლევის უნარ ჩვევების გამომუშავება. რუსული ენის სიტყვათა მარაგის გამდიდრება, ახალი ლექსიკის ერთეულების დაუფლება და პრაქტიკაში მათი გამოყენება. რუსულ ენაზე გრამატიკულად წერის კულტურის უნარის განვითარება,  ინფორმაციული ტექნოლოგიების უნარ–ჩვევების განვითარება.

8. სარგებელი სხვებისთვის–მოსწავლეთა მოტივაციის ამარლება,  პასუხისმგებლობის გრძნობის განვიტარება,  შემოქმედებითი   და დამოუკიდებელი სწავლის უნარ–ჩვევების გამომუშავება.

9.სამუშაო ენა–ქართული.

10.მონაწილეები სხვა სკოლიდან–

11.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი–ქართული ენა, რუსული ენა, ისტორია, ხელოვნება. მოსწავლე უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს.უცხ.ს.VII .21 მოსწავლეები თარგმნიან უცხოენოვან წყაროებს,ტექსტებს და ამუშავებენ მათ. უცხ.ს.VII.16.წარმოადგენს ზეპირ მოხსენებას.პრეზენტაციას. უცხ.ს.VII.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს პროცესის ყველა ეტაპზე.

12.პროექტის ფასილიტატორი–ციცინო გუჯარაიძე

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა– cico.gujaraidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий